2018 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 44 მლნ ლარით (0.4%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 1.8 მილიარდი მლნ ლარით, 17%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით 12.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული ფიზიკურ პირებზე, რაც მთლიანი სესხების 48%-ია.
მარტში 39 მლნ ლარით შემცირდა სამომხმარებლო სესხების მოცულობა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები 6 მლნ ლარით გაიზარდა, თუმცა გრძელვადიანი 45 მლნ ლარით შემცირდა. ცალკე ლარში აღებული სამომხმარებლო სესხები 23 მლნ ლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხები 65 მლნ ლარითაა გაზრდილი, თუმცა ზრდა გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებზე მოდის. მოკლევადიანი 398 მლნ ლარითაა შემცირებული.
პირველი აპრილის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 17%-ია. ერთი წლის წინ 16.3% იყო. მარტში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.7%-დან 17.5%-მდე, ხოლო გრძელვადიანზე 16.5%-დან 17%-მდე გაიზარდა.
მარტში 65 მლნ ლარით გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა და 8.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ბოლო ერთ წელიწადში კი 2.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.