მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა

მარტში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან), შედარებით 0.9%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 24.4%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 0.5%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაიაფდა 0.1%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 11%-ით. რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 11%-ით გაძვირდა, ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 26%-ით. 20%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *