მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა

მარტში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 46 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 48%-ით (29 მილიონი დოლარით) შემცირდა და 33.3 მილიონი დოლარი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 15.6% (10 მილიონი დოლარით) შემცირდა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ რუსეთში ექსპორტი 35%-ით (4 მილიონი დოლარით) გაიზარდა.

მარტში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შვეიცარიის (9 მილიონი დოლარი), აშშ-ის (9 მილიონი დოლარი), თურქეთის (5 მილიონი დოლარი) და ჩინეთის (3.5 მილიონი დოლარი) მიმართულებით. ხოლო, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა ბულგარეთში (19 მილიონი დოლარი), აზერბაიჯანში (10 მილიონი დოლარი), ბელგიაში (4 მილიონი დოლარი) და გაერთიანებულ სამეფოში (3.6 მილიონი დოლარი).

იანვარ-მარტში, ჯამში საქართველოს ექსპორტი 60 მილიონი დოლარით შემცირდა. ევროკავშირის მიმართულებით შემცირება 59 მილიონი დოლარია, ხოლო დსთ-ს მიმართულებით 46 მილიონი დოლარი. დანარჩენი ქვეყნების მიმართლებით ზრდაა 45 მილიონი დოლარი. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *