მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა

მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით 62 მლნ დოლარით, 50%-ით გაიზარდა. მარტში სულ 188 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 25 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.5 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის მარტის მაჩვენებელზე.

იანვარ-მარტში, ჯამში, 499 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე 28%-ით (110 მლნ დოლარით) მეტია.

მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, აშშ-დან, რუსეთიდან,  უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ქვეყნები, საიდანაც მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მლნ დოლარი)

ქვეყანა

 მარტი-2020 მარტი-2021ზრდა
იტალია

17.3

30.5

13.2
აშშ

15.1

24.1

9.0

რუსეთი

25.4

32.2

6.8

უკრაინა

3.6

8.9

5.2

აზერბაიჯანი

2.4

7.3

4.9

საბერძნეთი

16.2

20.7

4.4

ისრაელი

11.8

15.6

3.8

გერმანია

4.9

8.4

3.5

ესპანეთი

3.2

4.5

1.3

საფრანგეთი

1.72.9

1.3

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *