მარტში ტანსაცმელი და სურსათი გაიაფდა, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა

მარტში ტანსაცმელი და სურსათი გაიაფდა, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.3%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 4.1% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, მარტში ყველაზე მეტად (1.5%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 0.8%-ით გაძვირდა ავეჯი და საოჯახო ნივთები. ყველაზე მეტად (1.8%-ით) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა. 1%-ით გაიაფდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (14%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 10.2%-ით გაიზარდა, 6.7%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასიც, კომუნალურმა გადასახადებმა 5.6%-ით მოიმატა. 3.6%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.