მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა

ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა (ადრე ცნობილი, როგორც Twitter-ი), პლატფორმაზე ახალი ფუნქციები დაამატა, რომლებიც მომხმარებელს ერთმანეთთან აუდიო- და ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას მისცემს. მომხმარებელთა ნაწილმა ახალი ფუნქცია აპის „პირდაპირი შეტყობინების“ სექციის ქვეშ ოთხშაბათს შენიშნა, თუმცა იმ დროს პლატფორმას განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთებული ჯერ არ ჰქონდა.

აუდიო- და ვიდეოზარების განხორციელების გარდა, პლატფორმის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ზარის მიღება ვერიფიცირებული მომხმარებლებისგან და მათ შორის იმ პირებისგანაც კი, რომელთა გამომწერებიც თავად არიან. ჯერჯერობით უცნობია, ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის იქნება თუ მხოლოდ X Premium-ის წევრობის მქონე პირებისთვის.

X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ პლატფორმაზე აუდიო- და ვიდეოზარების დამატება ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია. იაკარინოს განცხადებით, განახლება X-ის „ყველაფრის აპლიკაციად“ გადაქცევის ნაწილია.

ზარების განხორციელების ფუნქციის დამატების დაანონსებისას, მასკმა განაცხადა, რომ განახლება ხელმისაწვდომი იქნებოდა iOS-ის, Android-ის, Mac-ისა და PC-ის მომხმარებლებისთვის. მასკმა ახალი ფუნქცია პლატფორმის „გლობალური ეფექტიანი მისამართების ცნობარად“ გადაქცევას ემსახურება.

გასულ წელს, პლატფორმის $44 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, მასკმა ყოფილ Twitter-ზე რიგი ცვლილებები განახორციელა. მათ შორის პლატფორმაზე გაუქმდა მომხმარებელთა დაბლოკვის ფუნქცია. ასევე შეიქმნა ფასიანი Blue-გამოწერის მოდელი. ეს უკანასკნელი ზღუდავს ფუნქციას, რომელიც ადრე Blue-მომხმარებლებისთვის Tweetdeck-ის სახელით იყო ცნობილი.