Mastercard-მა აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს შეატყობინა, შეწყვიტონ კანაფის შესყიდვებთან დაკავშირებული ტრანზაქციების დაშვება კომპანიის სადებეტო ბარათებზე.
აშშ-ში ბანკების უმეტესობა კანაფის ინდუსტრიის კომპანიების მომსახურებისაგან თავს იკავებს, რადგან ის ფედერალურ დონეზე არალეგალურად არის მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შტატში მისი სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებით გამოყენება ლეგალიზებულია.
კომპანიის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ფედერალური მთავრობა კანაფის გაყიდვას არალეგალურად მიიჩნევს, Mastercard-ის სისტემა მათ შეძენას აკრძალავს.
Mastercard-ის გადაწყვეტილებას კანაფის მწარმოებელი კომპანიები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ისედაც დაზარალებულ კანაფის ინდუსტრიას კიდევ უფრო დააზარალებს.