საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 303 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 24%-ით (93 მლნ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.
პირველი სამი კვარტლის ჯამშიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით (227 მლნ დოლარით) არის შემცირებული.
2020 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (118 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (79 მლნ დოლარი) და აშშ (24 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო საფინანსო სექტორში (128 მლნ), ენერგეტიკაში (37 მლნ) და მრეწველობაში (36.6 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში (2.7) და სოფლის მეურნეობაში (1.6 მლნ).
ფრაფიკი: ინვესტიციები საქართველოში სექტორების მიხედვით, მლნ დოლარი