ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Kaspi-ს დამფუძნებლებმა მიხეილ ლომთაძემ და ვიაჩესლავ კიმმა ყაზახეთის მთავრობის მიერ შექმნილ სოციალურ ფონდში 10 მილიარდი ტენგე, ანუ 23 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხეს. ფონდის მიერ შეგროვებული თანხა ყაზახეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დახმარებების, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარებას მოხმარდება – ამასთანავე, ფონდიდან იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა და სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
“Kaspi.kz – ახალი ეკონომიკის ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წყალობით, ჩვენი საყვარელი კლიენტების ცხოვრებას ვაუმჯობესებთ და ყაზახეთის ინოვაციურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ყაზახეთის სოციალურ ფონდში 10 მილიარდი ტენგე გადაგვერიცხა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთობლივი ძალებით ახალ ყაზახეთს შევქმნით! ძალა ერთობაშია!“, – აღნიშნავს მიხეილ ლომთაძე.