მილიარდერ მასაიოში სონის ქონების წმინდა ღირებულება, ერთ წელზე ნაკლებ დროში, 50%-ით გაიზარდა. იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნების ქონების $8-მილიარდიანი ზრდა ჩიპების მწარმოებელ Arm-ის აქციების ფასების მატებამა და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში SoftBank-ის პირველი კვარტალური მოგების დაფიქსირებამ განაპირობა.
Forbes-ის უახლესი მონაცემებით, 66 წლის მილიარდერის ქონება $28.8 მილიარდს უტოლდება. ხოლო მაისში, როდესაც გამოცემის რეიტინგში 50 უმდიდრეს ადამიანს შორის მესამე ადგილი დაიკავა, $20.9 მილიარდს ფლობდა. სონის SoftBank-ი ჩიპების მწარმოებელ კომპანია Arm-ში აქციათა 90%-ს ფლობს. Arm-ის აქციებზე ფასების მატება, ძირითადად, ხელოვნურ ინეტელექტზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდითაა გამოწვეული.
SoftBank-მა Arm-ი 2016 წელს $32 მილიარდად შეიძინა, რის შედეგადაც, ლონდონის ყოფილ საფონდო ბირჟაზე დალისტული ფირმა კერძო კომპანიად გარდაიქმნა. 2020 წელს მილიარდერ ხენსენ ჰუანგის Nvidia-მ SoftBank-ისგან ჩიპების მწარმოებლის $40 მილიარდად შესყიდვა სცადა, თუმცა გარიგება 2022 წელს, მარეგულირებლის შემოწმების შემდეგ, ჩაიშალა. გასული წლის სექტემბერში Arm-ი, წლის უმსხვილესი IPO-ს შედეგად, Nasdaq-ზე დაილისტა.
მსოფლიოში ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული უმსხვილესი ინვესტორის აქციები გასულ კვირასაც, ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა. 2023 წლის ბოლო სამ თვეში SoftBank-მა $6.4 მილიარდის მოგება გამოიმუშავა – პირველი კვარტალური მოგება ხუთ კვარტალში – ნაწილობრივ პორტფელის კომპანიების, ByteDance-ის, DoorDash-ისა და Oyo-ს მოგების წყალობით. Arm-ი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან კომპანიად სონის პორტფოლიოში, რომელიც ასევე მოიცავს სტარტაპებს, WeWork-სა და FTX-ს.