ბოლო ხუთი წელი ამერიკის ყველაზე მდიდარი დინასტიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. Forbes-ის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, სიაში შემავალი პირველი 50 ოჯახის ჯამური ქონება – 2015 წელთან შედარებით – 30%-ით გაიზარდა და $1.2 ტრილიონს მიაღწია.
უმდიდრესთა შორის პირველ ადგილს უოლტონები იკავებენ. მსოფლიოს უდიდესი ჰიპერმარკეტის ქსელ Walmart-ის დამაარსებლების, სემ და ბად უოლტონების, შთამომავლები ყოველწლიურად დამატებით $700 მილიონით მდიდრდებიან. სიაში მათ მოსდევს კოხების ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი სხვადასხვა ბიზნესისგან, მათ შორის, გაზსადენებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან, $115 მილიარდია.
ჩამონათვალში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, შეხვდებით დინასტიებს, რომელთა სახელსაც უკავშირდება M&Ms-ის დაარსება (მარსების ოჯახი), ვისკი „ჯეკ დენიელსი“ (ბრაუნები), „Campbell Soup“ (დორანსები), ტანსაცმლის ბრენდი „GAP“ (ფიშერები) და ა.შ.
- უოლტონების ოჯახი – ქონება: $215 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Walmart
- კოხების ოჯახი – ქონება: $100 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Koch Industries
- მარსების ოჯახი – ქონება: $94 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ტკბილეული: M&Ms, Milky Way, Mars და ა.შ.
- კარგილ-მაკმილანის ოჯახი – ქონება: $47 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Cargill Inc.
- ლაუდერების ოჯახი – ქონება: $40 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Estee Lauder.
- ჯონსონი (S. C. Johnson & Son) – ქონება: $37 მილიარდი. გამდიდრების წყარო – საწმენდი საშუალებები.
- ჯონსონების ოჯახი – ქონება: $36 მილიარდი. გამდიდრების წყარო – საინვესტიციო ფონდი.
- კოქსების ოჯახი – ქონება: $34.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – მედია.
- პრიცკერების ოჯახი – ქონება: $32.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სასტუმროები.
- ნიუჰაუსების ოჯახი – ქონება: $30 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ჟურნალ-გაზეთები.
- დუნკანების ოჯახი – ქონება: $22 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ნავთობგადამმუშავებელი კომპანია.
- ჰერსტების ოჯახი – ქონება: $21 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Hearst Corp.
- ბრაუნების ოჯახი – ქონება: $20.4 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ალკოჰოლური სასმელი.
- მარშალების ოჯახი – ქონება: $18.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სხვადასხვა ბიზნესი.
- ბათების ოჯახი – ქონება: 17.8 მილიარდი. გამდიდრების წყარო – სუპერმარკეტები.
- ბუშების ოჯახი – ქონება: 17.6 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Anheuser -Busch.
- დიუპონების ოჯახი – ქონება: 16 მილიარდი. გამდიდრების წყარო – DuPont
- ჰანთების ოჯახი – ქონება: 15.5 მილიარდი. გამდიდრების წყარო – ნავთობი.
- დორანსების ოჯახი – ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო – Campbell Soup Co.
- ზიფების ოჯახი – ქონება: 15 მილიარდი. გამდიდრების წყარო – გამომცემლობა.
აქვე გეტყვით, რომ სიის პირველი ორი ოჯახი – უოლტონები და კოხები – არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს უმდიდრეს დინასტიათა ლიდერებიც არიან.