მიწის რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას ბრიტანეთიც გეგმავს

მიწის რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას ბრიტანეთიც გეგმავს

გაერთიანებული სამეფო მიწის რეგისტრაციის პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. ამისთვის ქვეყანა ე.წ. „ციფრული ქუჩის“ პროექტს წარადგენს, რომლის ძირითადი ტექნოლოგიაც ბლოკჩეინი იქნება.

“ციფრული ქუჩის” პროექტის სატესტო რეჟიმში გაშვების შემდეგ, ქვეყნის რეესტრს საშუალება ექნება მეტი მონაცემემი აღრიცხოს, ვიდრე ეს დღეს ხდება.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს. ბლოკჩეინის ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის. საქართველოში 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონომანიპულირება შეუძლებელია.