„მოასწარი ზაფხული“ | ლიბერთის ახალი აქცია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო

„მოასწარი ზაფხული“ | ლიბერთის ახალი აქცია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო

“მოასწარი ზაფხული”- ლიბერთის ახალი, საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს – ისარგებლებს გაცემის ნულოვანი საკომისიოთი.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან).

ლიბერთის სახელფასო პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ნებისმიერი სხვა მომხმარებელი კი შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესის შემდეგ შეძლებს დამტკიცებული თანხის მიღებას.

სესხის მისაღებად გათვალისწინებულ იქნება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი: ხელფასი (ბონუსი, დანამატი), სერვისი, გრანტი, იჯარა, გზავნილი, დივიდენდი, რეპეტიტორის შემოსავალი.

„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი შეთავაზებების დაგეგმვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული.

“მოასწარი ზაფხულის” აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ივნისის თვის განმავლობაში 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლონ და მიიღონ სასურველი თანხა, ნებისმიერი მიზნობრიობით.

ამასთანავე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებული აქციები და შეთავაზებები გვაქვს დაგეგმილი”. – თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვისცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვისცენტრებს, ან მობილურ სერვისცენტრებს.

აქცია გრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.

დეტალურ პირობებს გაეცანით ვებგვერდზე: www.libertybank.ge

S