წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა ჯამში 110.9 მლნ ლარის შემოსავალი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) მიიღეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მობილური მომსახურებიდან იანვარ-მარტში მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.3 მლნ ლარით გაიზარდა.
წლის 3 თვის შემოსავლები მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია:
მაგთი – 52 092 903 ლარი
ჯეოსელი – 40 498 381 ლარი
Beeline – 18 098 156 ლარი
სილქნეტი – 206 961 ლარი
ჯიმობაილ – 36815 ლარი
საქართველოში მობილურის 4,924,690 აბონენტია. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგია:
მაგთი – 1,986,150
ჯეოსელი – 1,807,974
Beeline – 1,113,359
სილქნეტი – 16,028
ჯიმობაილ – 1,179
გასულ წელთან შედარებით, მაგთის შემოსავალი 4.8 მლნ ლარით გაიზარდა; ჯეოსელის 3.1 მილიონით, ბილაინის კი 1.4 მილიონი ლარით.