„მოედანი“ - თავშეყრის ადგილი და გონივრული ინვესტიცია

„მოედანი“ - თავშეყრის ადგილი და გონივრული ინვესტიცია

თბილისში, იმ უბანში, სადაც საუკუნეების მანძილზე არაერთი კულტურა ერთმანეთს ერწყმოდა და ერთმანეთთან იკვეთებოდა, მალე უნიკალური სივრცე მოეწყობა. „მოედანი“ – ასე ჰქვია ავლაბარში მშენებარე მრავალფუნქციურ პროექტს, რომელიც ერთ სივრცეში საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, დასასვენებელ, სამუშაო და კომერციულ ფართებს აერთიანებს.

შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ პროექტის დამფუძნებლებმა მისი განხორციელების ადგილად სიმბოლურად სწორედ ავლაბარი შეარჩიეს. ინსპირაცია კი, „პიაცის“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცეები გახდა, რომელთაც ევროპულ ქალაქებში ვხვდებით. სახელწოდებაც აქედან მოდის – „პიაცა“ ქართულად „მოედანია“. თავის მხრივ მოედანი ძველ თბილისში ისტორიულად იყო ადგილი, სადაც ქალაქის პულსაცია იგრძნობოდა და რომელიც ერთმანეთთან როგორც ადგილობრივებს, ასევე სხვადასხვა ეროვნების თუ კულტურის მქონე ადამიანებს აკავშირებდა.

„ასე გაჩნდა სრულიად განსხვავებული კონცეფციის პროექტი „მოედანი“ – ადგილი, სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი“, – გვეუბნება პროექტის დირექტორი ვახტანგ გურგენიძე, რომელმაც პანდემიის სირთულეების მიუხედავად, თიბისის მხარდაჭერით, შეუფერხებლად განაგრძო პროექტის სამუშაო პროცესი.

დღეს თბილისში საცხოვრებელი კომპლექსების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია – ფასების, ადგილმდებარეობის, შეთავაზებების, ხარისხის კუთხით. ბოლო წლებში დედაქალაქს ათობით საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა. რთულია ამ ბაზარზე გამორჩეული და საინვესტიციოდ მიმზიდველი პროექტის შექმნა, თუმცა, ამ ფონზე „მოედანის“ უპირატესობები და ორიგინალობა მკაფიოა. რას გვთავაზობს „მოედანი“? „მოედანი“ ოთხ საცხოვრებელ შენობას – სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს მოიცავს. პირველ სართულზე მოეწყობა რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები. 80-ნომრიანი სასტუმროს სერვისებით ბინის მეპატრონეებსაც და მათ სტუმრებსაც შეეძლებათ სარგებლობა. „მოედანი“ ვიზიტორებისა თუ იქ მცხოვრებლების სოციალიზაციისთვის 5200 კვ/მ ფართობის საზოგადოებრივ სივრცესაც მოაწყობს.

როგორც ვახტანგ გურგენიძე ამბობს, ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში მდებარე პროექტი ორიენტირებულია, რომ  ქალაქის მთავარი თავშეყრის ადგილი გახდეს – „ცხელი“ წერტილი, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის, ეროვნებისა თუ ინტერესის ადამიანები შეხვდებიან.

„მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ამ მიზეზით, პროექტის შემუშავებისას, დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ საზოგადოებრივ სივრცეს. იქნება მოსახერხებელი პარკინგიც, რათა ვიზიტორისთვის ჩვენთან სტუმრობისას დაბრკოლება არ შეექმნას“, – ამბობს ის.

გარდა ამისა, „მოედანი“ გამორჩეული იქნება თანამედროვე სტილის არქიტექტურით, დაბალსართულიანი შენობებით, რაც სივრცის აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში და მთელ მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, პროექტის ავტორი ფიქრობს, რომ როგორც კი „მოედანის“ მშენებლობა და მოწყობა დასრულდება, სოციალური შეკრებები და ურთიერთობები კვლავ შეზღუდვების გარეშე იქნება შესაძლებელი.

კომპლექსის მშენებლობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა, „მოედანის“ პროექტის იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, მასზე მუშაობა კი 2019 წელს დაიწყო. პანდემიის დროს, ბუნებრივია, იყო სირთულეები, რომელთა გადალახვაც შემქმნელებს მოუწიათ. ამაში თიბისის, როგორც ბიზნესების #1 მხარდამჭერის როლი დიდია.

„პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების გარდა, თიბისი ასევე პროექტის დასრულების ფინანსური გარანტიაც არის. ამ პარტნიორობის შედეგად, საშუალება მოგვეცა, პანდემიის პერიოდშიც კი შეუფერხებლად გვეწარმოებინა სამუშაო პროცესი. პროცესის უწყვეტობა ნდობის ფაქტორს აჩენს როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებში, რაც, ვფიქრობ, ნებისმიერი პროექტისთვის უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს ვახტანგ გურგენიძე და დასძენს, რომ „მოედანი“ არის ქართული ინვესტიცია, რომლის მოცულობა 17 მლნ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული მიმართულება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება, სადაც თიბისის ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ბანკს სხვა სფეროების მსგავსად, არც დეველოპერული მიმართულებით შეუჩერებია არსებული და ახალი პროექტების დაფინანსება.

„თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად თანამედროვე, მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს“, – გვეუბნება თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე, გიორგი დარჩიაშვილი და აღნიშნავს, რომ ბანკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტრუმენტებსა და მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის სპეციალურ შეთავაზებებს აერთიანებს.

სწორედ მსგავსი მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი „მოედანის“ მასშტაბური პროექტის განხორციელებაც, რომელსაც საინვესტიციო პერსპექტივებიც დიდი აქვს. აქ ნაყიდი აპარტამენტი ნიშნავს  პრემიუმ დონის უძრავ ქონების ფლობას ტურისტულად მიმზიდველ და ისტორიულ უბანში, ხარისხიან, უსაფრთხო, კეთილმოწყობილ და გამორჩეული არქიტექტურის მქონე კომპლექსში. პროექტის შემქმნელებს დაინტერესებული ადამიანებისთვის შეთავაზებებიც აქვთ.

„გრძელვადიანი კომერციული სარგებლის მისაღებად მფლობელებს ვთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას – გაქირავებას, ოთახის სერვისს, ჭკვიანი საკეტით სარგებლობას, რაც ითვალისწინებს აპარტამენტის დისტანციურად მართვას“, – ამბობს გურგენიძე. გარდა ამისა, მომხმარებლები, რომლებიც 31 მაისამდე შეიძენენ აპარტამენტს, მიიღებენ სარემონტო ვაუჩერს სხვადასხვა კატეგორიის ბინის მიხედვით. 80-კვ/მ-დან ბინის შეძენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 15,000-ლარიანი, 120-კვ/მ-დან – 20,000, ხოლო 170-კვ/მ-დან – 30,000-ლარიანი სარემონტო ვაუჩერები.

მიუხედავად უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი გამოწვევებისა, „მოედანმა“ საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, ეს უკავშირდება „მოედანის“ უნიკალურ კონცეფციას, რომელმაც ქართულ ბაზარზე გაამართლა. ვაგრძელებთ მუდმივ კომუნიკაციას მომხმარებლებთან, ინტერესი კვლავ არის და გაყიდვებიც სტაბილურად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს ვახტანგ გურგენიძე.

1,4 ჰექტარის ფართობზე მშენებარე კომპლექსი 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, ხოლო შემდეგი ექვსი თვე მის კეთილმოწყობას დაეთმობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *