კორონავირუსის საფრთხეების გამო მსოფლიოს უმდიდრესმა 10-მა ადამიანმა ორშაბათს $37.7 მლრდ იზარალა. საფონდო ბირჟები, კერძოდ, S&P 500 და Dow Jones-ი დაახლოებით 8%-ით დაეცა.
დღის ყველაზე დაზარალებული ბერნარ არნო იყო, რომლის ქონებაც $6 მლრდ-ით შემცირდა, ანუ დაახლოებით 6%-ით. LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ორშაბათს $92,6 მლრდ-მდე ჩამოვიდა, მაშინ როდესაც წინა პარასკევს $98.6 მლრდ იყო.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ადამიანს მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა $5.6 მლრდ დაკარგა. მისი კომპანიის Amazon-ის აქციები 5%-ზე მეტად შემცირდა, და ორშაბათის შედეგების მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა ბოლო ორი თვის მანძილზე.
ამას გარდა, ორშაბათს ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის ქონებამ $5.4 მლრდ-ით იკლო. ბაფეტმა ორი კვირის წინ, კორონავირუსს „შემზარავი რამ“ უწოდა და განაცხადა, რომ ეპიდემია ამერიკულ კომპანიებს და ეკონომიკას უდიდეს საფრთხეს უქმნის. შექმნილი ვითარების გამო, მისი კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის აქციები წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
მექსიკელმა ტელემაგნატმა კარლოს სლიმმა კი დაახლოებით $5 მლრდ დაკარგა, რაც მისი ქონების 8%-ს შეადგენს. ხოლო ესპანელმა ამანსიო ორტეგამ $4 მლრდ იზარალა. შედეგად ორტეგას ქონება ახლა უკვე $67.5 მლრდ-დეა ჩამოსული.
10 უმდიდრესი ადამიანის ზარალი სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ჯეფ ბეზოსი, Amazon, შემცირდა $5.6 მილიარდით
2. ბილ გეითსი, Microsoft, შემცირდა $3.8 მილიარდით
3. ბერნარ არნო, LVMH, შემცირდა $6.0 მილიარდით
4. უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway, შემცირდა $5.4 მილიარდით
5. ამანსიო ორტეგა, Zara, შემცირდა $2.8 მილიარდით
6. მარკ ცუკერბერგი, Facebook, შემცირდა $4.2 მილიარდით
7. ლარი ელისონი, Oracle, შემცირდა $1.8 მილიარდით
8. კარლოს სლიმი, Grupo Carso, შემცირდა $4.8 მილიარდით
9. მაიკლ ბლუმბერგი, Bloomberg LP
10. ლარი პეიჯი, Google, შემცირდა $3.3 მილიარდით.