მსოფლიოს 10 უმსხვილესი კომპანია, რომელიც ბლოკჩეინის შესაძლებლობებს სწავლობს

მსოფლიოს 10 უმსხვილესი კომპანია, რომელიც ბლოკჩეინის შესაძლებლობებს სწავლობს

Forbes მსოფლიოს იმ 10 უმსხვილესი კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას სწავლობენ. აღნიშნული კომპანიები Forbes Global 2000-ში შედიან და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოცემა ცალკე გამოყოფს იმ კომპანიებს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ იჩენენ ინტერესს. 

უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი მათი შემოსავლების, აქტივებისა და წლიური მოგების მიხედვითაა შედგენილი. 

უკვე მეორე წელია Global 2000-ის მოწინავე პოზიციაზეა ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC), რომლის აქტივები $4,2 ტრილიონს შეადგენს, გასულ წელს კი მისმა გაყიდვებმა $165 ტრილიონი შეადგინა. ICBC ელექტრონული სერტიფიკატების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების შესაძლებლობას სწავლობს. მათ შორის საუბარია საფონდო ბირჟის სერტიფიკატებზე, რომლის განთავსება, შესაძლოა, სწორედ ბლოკჩეინში მოხდეს ნაცვლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზტარის „სეიფებისა“. 

ICBC-ს კიდევ ერთი ჩინური ბანკი CCB (China Construction Bank Corporation) მოსდევს, რომლის აქტივები $3.6 ტრილიონს აჭარბებს, ხოლო გაყიდვები $143 მილიარდს. გასული წლის შემოდგომაზე ბანკმა განაცხადა, რომ IBM Blockchain პლატფორმას იყენებს, რათა ნახოს როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო კომპანიებს როგორ შეუძლიათ ერთობლივად გამარტივებული მეთოდით გაყიდონ საკუთარი პროდუქტი. 

Global 2000-ის მესამე ადგილზე JPMorgan-ია, რომლის აქტივები Forbes-ს $2,7 მილიარდად აქვს შეფასებული. კომპანიის სახელს უკავშირდება ბლოკჩეინ პატფორმა Quorum-ის შექმნა. 

მეოთხე პოზიციაზე Berkshire Hathaway-ია, რომლის აქტივები $700 მილიარდს აჭარბებს. კომპანიის დამფუძნებელი უორენ ბაფეტი ცნობილია თავისი სკეპტიკური დამოკიდებულებით კრიპტოვალუტების მიმართ, თუმცა ამას არ შეუშლია მისი კომპანიისთვის ხელი გამოეცადა ბლოკჩეინის ტექნოლოგია. კერძოდ, კომპანიას ბლოკჩეინის გამოყენება ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვისას სურს. ამ გზით გადაზიდვების დროს კომპანია ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებას ცდილობს. 

ხუთეულს ჩინეთის სასოფლო-სამურნეო ბანკი ასრულებს. მისი აქტივები $3.4 ტრილიონს შეადგენს. წლის დასაწყისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბანკმა განაცხადა, რომ მუშაობს დეცენტრალიზებულ ქსელზე რომელიც არაკომერციულ სასოფლო-სამეურნეო სესხებს ელექტრონულ კომერციაში მოაქცევდა. 

შემდეგ პოზიციებზე Bank of America, Wells Fargo და Bank of China მოდიან. ყველა მათგან საკუთარი ბლოკჩეინ პროგრამა აქვს, რომელზე მუშაობენ იმისთვის რომ გაზარდონ უსაფრთხოება და გამჭვირვალობა ფინანსური ოპერაციებისას. 

უმსხვილეს 10 კომპანიას შორის არის Apple-იც. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ დუმდა, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ შეიტანა განაცხადა პატენტზე, რომელიც მონაცემების გამოყენებას ბლოკჩეინ ტექნოლოგიით მოახდენს. 

Global 2000-ის ათეულს კიდევ ერთი ჩინური კომპანია, ამჯერად სადაზღვევო ინდუსტრიიდან – Ping An Insurance ასრულებს. კომპანიის აქტივები ტრილიონ დოლარს აჭარბებს. კომპანია 2016 წელს ქვეყნის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიური განვთარების სამინისტროსთან ერთად მუშაობდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *