მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ერთ დღეში $139 მლრდ დაკარგა

მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ერთ დღეში $139 მლრდ დაკარგა

მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ერთ დღეში $139 მლრდ დაკარგა. ამის მიზეზი არსებული საფრთხეებია, რასაც კორონავირუსი გლობალურ ეკონომიკას უქმნის. ეს ყველაზე დიდი დანაკარგია საფონდო ბირჟებზე მას შემდეგ, რაც 2016 წლის ოქტომბერში Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსმა დაიწყო კლება.

ამჯერად LVMH-ის თავმჯდომარემ ბერნარ არნომ და Amazon-ის დამფუნძებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადეს ყველაზე დიდი ზარალი, თითოეულმა მათგანმა ერთ დღეში 4.8 მლრდ დოლარი დაკარგა. Zara-ს დამფუძნებელმა ამასიო ორტეგამ კი 4 მლრდ დოლარი. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში შემავალი თითოეული მილიარდერის ქონება სულ მცირე 2.3 მლრდ დოლარით მაინც შემცირდა.

წყარო: fortune.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *