ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი H&M აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დროებით შემცირებაზე ფიქრობს მსოფლიოს მასშტაბით. მაღაზიების დახურვის შედეგად უამრავი ადამიანი რჩება დროებით უმუშევარი.
შვედურ კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარების გამო დივიდენდებთან დაკავშირებული გეგმები გააუქმეს.
შეგახსენებთ, H&M-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი რიტეილერია, კომპანიას ისეთ უდიდეს ბაზრებზეც მოუწია მაღაზიების დახურვა, როგორიცაა გერმანია და აშშ, ასევე ბოლო დროს დიდი ბრიტანეთიც. უფრო კონკრეტულად 5 062 მაღაზიიდან მსოფლიოს მასშტაბით 3 441 მაღაზია დახურულია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაყიდვების მკვეთრი შემცირების გამო ბიზნესის გადახედვას გეგმავენ და ხარჯების შემცირების გზებს ეძებენ. H&M-ში მოიაზრებენ ცალკეული პოზიციების გაუქმებასაც.