გასულ წელს მსოფლიოს უდიდესი ბანკების აღმასრულებლების ხელფასი 7.6%-ით გაიზარდა. თითოეულმა მათგანმა საშუალოდ $13 მილიონი გამოიმუშავა. ამერიკელმა ბოსებმა გამორჩეული ხეირი ნახეს – 2-ჯერ მეტი, ვიდრე მათმა ევროპელმა კოლეგებმა.
JPMorgan Chase-ის, Goldman Sachs-ის, Citi-ის,Wells Fargo-ს WFC -0.25%, Bank of America-ს და Morgan Stanley-ის დირექტორებმა საშუალოდ $20.7 მილიონი გამოიმუშავეს გასულ წელს, როცა ევროპის 11 ბანკის მმართველებმა სახლში საშუალოდ $10.4 მილიონი წაიღეს.
JPMorgan-ის ჯეიმი დაიმონი 2015 წლის ყველაზე კარგად ანაზღაურებადი საბანკო ბოსი იყო. მან ჯამში შთამბეჭდავი $27.6 მილიონი გამოიმუშავა.
გთავაზობთ ბანკების აღმასრულებელ დირექტორთა ხელფასების რეიტინგს ($ მლნ).