მსოფლიოს ყველაზე მდიდრებმა ქონების დაგროვება მეწარმეობით დაიწყეს 

მსოფლიოს ყველაზე მდიდრებმა ქონების დაგროვება მეწარმეობით დაიწყეს 

გამდიდრებისთვის ყველაზე გავრცელებულ გზად ბევრს კაპიტალში ინვესტირება მიაჩნია. თუმცა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის მიხედვით, ჩანს, რომ ისინი სულაც არ გამდიდრებულან საფონდო ბირჟებზე. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, უმდიდრესი ადამიანების უმრავლესობამ ქონების დაგროვება დაიწყო როგორც ანტრეპრენერმა:

  1. ჯეფ ბეზოსი – Amazon
  2. ბილ გეითსი – Microsoft
  3. ბერნარდ არნო – LVMH
  4. მარკ ცუკერბერგი – Facebook
  5. უორენ ბუფეტი – ინვესტორი
  6. ლარი ელისონი –  Oracle
  7. სტივ ბალმერი – Microsoft
  8. ლარი ფეიჯი – Google
  9. სერგეი ბრინი – Google
  10.  ამანსიო ორტეგა – Zara.

მათი უმრავლესობა სწორედ ანტრეპრენერობის წყალობით გამდიდრდა. მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის უორენ ბუფეტი ერთადერთია, რომელმაც ფინანსურ წარმატებას კაპიტალში ინვესტირებით მიაღწია. თუმცა, არც იგი შეესაბამება რიგით ინვესტორს; მისი აზრით, კაპიტალი სხვა არაფერია თუ არა საშუალება იმისა, რომ სხვადასხვა კომპანიაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელო. 

გარდა ამისა, მილიარდერების სია მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები დამოუკიდებელი მეწარმეები არიან ( ბერნარდ არნოს გარდა). ამასთან, Forbes-ის რეიტინგში, 400 ყველაზე მდიდარ  ამერიკელს შორის უმრავლესობამ სწორედ მეწარმეობით დააგროვა ქონება. ბევრს მიაჩნია, რომ წარსულში გამდიდრება დამოუკიდებელი ანტრეპრენერებისათვის უფრო მარტივი იყო, ხოლო მდიდარი ადამიანების უმეტესობას დღეს ეს სიმდიდრე შთამომავლობით გადმოეცა. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

1984 წელს, Forbes-ის 400 უმდიდრესი ადამიანების 50%-ზე ცოტათი ნაკლები ისეთ მილიარდერებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც ქონება თავად დააგროვეს, ხოლო 2018 წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 67%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება გამდიდრების სხვა გზებს, გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მილიონერებისა და მილიარდერების მხოლოდ 2.3% არის გამდიდრებული საბირჟო ინვესტიციებით. 

ბევრმა შესაძლოა თქვას, რომ ამის მიზეზი გერმანიაში ნაკლებად განვითარებული საფონდო ბირჟების კულტურაა, მაგრამ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საბირჟო ინვესტიცირება უფრო განვითარებულია, იგივე მდგომარეობაა. აშშ-ში 733 მილიონერიდან მხოლოდ 12%-მა დაასახელა საფონდო ბირჟა მათი წარმატების წამყვან ფაქტორად. 

The Wealth Elite კვლევის ფარგლებში ინტერვიუები 45 გერმანელ მულტიმილიონერთან ჩაატარეს, რომელთა ქონებაც $10 მილიონიდან რამდენიმე მილიარდამდე მერყეობდა. მათგან თითქმის ყველა გამდიდრდა როგორც ანტრეპრენერი. როგორც აქტივი, კაპიტალში ფულის ინვესტირება გამართლებული გზაა სიმდიდრის შესანარჩუნებლად და უძრავ ქონებასთან ერთად საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ, მათ ვისაც სურთ გახდნენ მდიდრები, არჩევანი ნათელია: უნდა გახდნენ ანტრეპრენერები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.