მსოფლიოს უმდიდრესმა 500-მა ადამიანმა წლის დასაწყისიდან $1 ტრილიონით იზარალა

მსოფლიოს უმდიდრესმა 500-მა ადამიანმა წლის დასაწყისიდან $1 ტრილიონით იზარალა

მსოფლიოს უმდიდრესმა 500-მა ადამიანმა, 2022 წლის დასაწყისიდან, კოლექტიურად $1 ტრილიონზე მეტით იზარალა, – ამის შესახებ Bloomberg-ის ანალიტიკოსი, ჯო ვიზენთალი წერს.

დღეს, ვიზენთალის აზრით, გლობალური ეკონომიკა უჩვეულო ფაზაში შევიდა – მაღალრისკიანი აქტივების სწრაფი და მასობრივი გაყიდვის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობა არ შენელებულა, სულ მცირე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს მდგომარეობა უცნაურია, რადგან დასაქმებულთათვის ბაზარზე დასაქმების კუთხით ბოლო დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის საუკეთესო მდგომარეობა შეინიშნება, მაგრამ ამავდროულად, ფინანსური აქტივების მფლობელებმა დიდი დარტყმა მიიღეს.

მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის ქონების ღირებულების შემცირებას Bloomberg-ი სწორედ ზემოთ აღნიშნული ფენომენით ხსნის.

https://assets.bwbx.io/images/users/iqjWHBFdfxIU/ihrfaQDkWRvA/v1/1400x-1.jpg

ფოტო: Bloomberg