მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები

Standard&Poor’s მსოფლიოს უმსხვისელი ბანკების რეიტინგს ყოველწლიურად ადგენს. აქტივების მიხედვით, მსოფლიოში ჩინური ბანკები დომინირებენ.

რეიტინგში ჯამში23 ბანკი შედის და ყველა მათგანის აქტივები 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. აქედან 9 ევროპული ბანკია, 4 ფრანგული, 3 გაერთიენბული სამეფოდან. რეიტინგში შედის ერთი გერმანული და ესპანური ბანკიც. ჩინეთში ტრილიონ დოლარიანი აქტივები 6 ბანკს აქვს, ამერიკაში 4-ს, ასევე ოთხს იაპონიაში.

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული კი შემდეგია:

  • ICBC – ჩინეთის ინდუსტრიისა და კომერციის ბანკი – აქტივების მოცულობა – $3,4 ტრილიონი
  • CCB – ჩინეთის სამშენებლო ბანკი – აქტივების მოცულობა $3,02 ტრილიონი 
  • Agricultural Bank of China – ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის აქტივები $2,8 ტრილიონს აღწევს
  • Bank of China – აქტივების მოცულობა $2,6 ტრილიონი 
  • Mitsubishi UFJ Financial – იაპონური ბანკის აქტივების მოცულობა $2,5 ტრილიონია 
  • JPMorgan Chase – ამერიკული ბანკის აქტივების მოცულობა $2,4 ტრილიონია
  • HSBC – ბრიტანული ბანკის აქტივები $2,3 ტრილიონს აჭარბებს 
  • BNP Paribas – ფრანგული ბანკის აქტივების მოცულობა $2,1 ტრილიონია
  • Bank of America – ამერიკული ბანკის აქტივების მოცულობა $2,1 ტრილიონია
  • Wells Fargo – ამერიკული ბანკის აქტივები $1,9 ტრილიონს აჭარბებს.