მსოფლიოში პირველად, Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა წარმატებით გამოცადა

მსოფლიოში პირველად, Rolls-Royce-მა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა წარმატებით გამოცადა

ბრიტანული Rolls-Royce-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ წარმატებით გამოცადა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავის ძრავა. აღნიშნულ საწვავზე მომუშავე ძრავის წარმატებით გამოცდა პირველად მოხდა, რაც ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ბრიტანული ავტომწარმოებლის განცხადებით, გამოცდა წარმატებით Rolls-Royce-ის AE 2100-A თვითმფრინავის ძრავამ გაიარა, რომელიც ქარისა და ტალღის ენერგიით გამომუშავებულ წყალბადზე მუშაობდა.

ბრიტანულმა კომპანიამ აღნიშნული გამოცდა პარტნიორ easyJet-თან ერთად ჩაატარა. კომპანიების მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ წყალბადს აქვს შესაძლებლობა, იყოს უსაფრთხო და ეფექტიანი ენერგოჩამნაცვლებელი სამოქალაქო აერო-ძრავებისათვის.

Rolls-Royce-მა მომდევნო ტესტირების გეგმების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. კომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში წყალბადის ძრავით უშუალოდ ფრენების ტესტირებასაც გეგმავს.

ცნობისათვის, წყალბადი თანამედროვე ტექნოლოგიებიდან იმ ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს, რაც სამოქალაქო ავიაციას საკუთარი მიზნის მიღწევაში დაეხმარება, იყოს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ინდუსტრია 2050 წლისთვის.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce-ი წყალბადის საწვავზე მომუშავე ძრავის გარდა, თვითმფრინავებისათვის ელექტროძრავების განვითარებაზეც მუშაობს. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მოკლე მანძილის ფრენებისათვის იგეგმება. საავიაციო ტექნოლოგიების განვითარება Rolls-Royce-ის მიერ ბიზნესის დივერსიფიკაციის ნაწილია.