მსოფლიოში უმაღლესი მთა ევერესტის სიმაღლე 0.86 მეტრით გაიზარდა. ამის შესახებ ნეპალმა და ჩინეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომელთაც ევერესტი ესაზღვრება. საქმე იმაშია, რომ წინა გამოთვლების მიხედვით, ევერესტი სწორედ 0.86 მეტრით ნაკლები იყო სიმაღლეში, ახლა კი მის სიმაღლედ 8,848.86 მეტრი დადგინდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსხვავდებოდა ჩინეთის და ნეპალის მონაცემებიც ერთმანეთისგან.
გასულ წელს კი ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ.
ევერესტის “სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამდრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, ოღონდ თოვლის გარეშე. ნეპალი კი თოვლიანად.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მეტრით იზრდება. გეოლოგები ასევე ამბობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში.