მწვანე პროექტებისთვის საუდის არაბეთი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდს გადასცემს

მწვანე პროექტებისთვის საუდის არაბეთი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდს გადასცემს

ნორვეგიისა და სინგაპურის სახელმწიფო ფონდებისთვის კონკურენციის გასაწევად და მწვანე პროექტებში ინვესტირებისთვის, საუდის არაბეთმა სუვერენულ სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდი გადასცა.

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი, სამეფოს დე ფაქტო მმართველის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, მსოფლიოს ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის Saudi Aramco-ს აქციების 4%-ს მიიღებს. საჯარო საინვესტიციო ფონდისთვის პრინცის მიერ წილის გადაცემა სამეფოს ნავთობის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მხარდამჭერი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

პრინც მუჰამედის განცხადებით, სამეფოს სურს, 2025 წლის ბოლოსთვის საინვესტიციო ფონდში $1 ტრილიონის აქტივები ჰქონდეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო კვლავ რჩება Aramco-ს დომინანტ აქციონერად, 94%-იანი წილით. პრინცი კი დამოუკიდებელი საჯარო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია.

Aramco-ს აქციები გასულ კვირას 0.6%-ით დაეცა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აქციების ფასის ცვლა სუვერენულ ფონდს გააძლიერებს. ნავთობის გიგანტის მოგება 2021 წლის მესამე კვარტალში, ნავთობის ფასების მატებასთან ერთად, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და $18.8 მილიარდიდან $30.4 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება კონკურენტებს, მსოფლიოში უდიდესმა ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა მხოლოდ გასულ თვეში, $1.3-ტრილიონიანი ინვესტიციიდან 14%-იანი ანაზღაურება მიიღო, უმეტესად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის მარაგების გაყიდვით. ხოლო სინგაპურის საინვესტიციო ფონდი Temasek-ი $300 მილიარდზე მეტს ფლობს.