ნაპოვნი საოცრებათა სამყარო

ნაპოვნი საოცრებათა სამყარო

“ელისი საოცრებათა სამყაროში”- ს სულ პირველი, 1865 წლის გამოცემის პოვნა ალბათ ისეთივე რთულია, როგორიც ფლამინგოებით კროკეტის თამაში. მისი მხოლოდ 23 ასლი არსებობს და მხოლოდ ხუთი მათგანია კერძო პირების ხელში. ამ ხუთიდან ერთ- ერთს კი ამ თვეში Christie’s-ი გამოიტანს აუქციონზე. ექსპერტები ელიან, რომ წიგნის გასაყიდი ფასი დაახლოებით $2 მილიონიდან $3 მილიონამდე იქნება.

წითელ ქსოვილში შეკრული წიგნი, ყდაზე ჩეშირის კატის გამოსახულებით, თავდაპირველად ლუის ქეროლის ოქსფორდელ კოლეგას, ჯორჯ უილიამ კიტჩინს ეკუთვნოდა და სწორედ ავტორისგან ერგო ის საჩუქრად.