ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტი მცირდება

იანვარში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 71,1 ათასი ტონა, რაც 45,6 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

მათ შორის, გასულ თვეს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 31,7 ათასი ტონა. 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის იანვრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 28,8  ათასი ტონა ანუ 73,1%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 10,0 ათასი ტონა ანუ 25,4%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 0,6 ათასი ტონა ანუ 1,5%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის იანვრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 28,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,3%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 19,7 ათასი ტონა (27,7%),  აზერბაიჯანი – 9,4 ათასი ტონა (13,2%),  თურქმენეთი – 6,2 ათასი ტონა (8,7%); საბერძნეთი –  3,7 ათასი ტონა (5,2%), ბულგარეთი  – 3,4 ათასი ტონა (4,8%). 

იანვარში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,5 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იმპორტის კლებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს. კერძოდ: წელიწადის ამ თვეს ტრადიციულად ყოველთვის ნაკლებია ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება წინა თვეებთან შედარებით,  ვინაიდან დეკემბერში  ხდება გარკვეული მარაგების შექმნა, გარდა ამისა იანვარში დღესასწაულებიდან გამომდინარე არის ბევრი დასვენების დღე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობპროდუქტების მოხმარებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.