Total Energies–ის პროგნოზის მიხედვით, გლობალური მოთხოვნა ნავთობზე პიკს 2030 წლამდე მიაღწევს, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
უმსხვილესი ფრანგული ნავთობკომპანიის ორშაბათის განცხადებით, მათი ბიზნესი ახლა იმ პროგნოზით მუშაობს, რომ გლობალური მოხმარება პიკს ათწლეულის შუა პერიოდში მიაღწევს.
ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2050 წლისათვის დღიურად 64–დან 40 ბარელამდე შემცირდება. შემცირების ტენდენცია დამოკიდებული იქნება ენერგოპოლიტიკისა და მომხმარებელთა ჩვევების მკვეთრ ცვლილებაზე.
მსოფლიო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, ვიდრე COVID-19–ის პანდემია ეკონომიკურ საქმიანობას შეაფერხებდა, მსოფლიოში წლიური მოხმარება 99.7 მილიონ ბარელს უტოლდებოდა.
TotalEnergies–ის ვარაუდით, ბუნებრივი აირი კვლავ დარჩება გარდამავალი საწვავის მნიშვნელოვან სახეობად, რადგან მას თან ახლავს ნახშირბადის შეწოვისა და მეთანის გამონაბოლქვის კონტროლის უამრავი ახალი ტექნიკა.
ელექტროენერგიის გამომუშავება პარიზში დაფუძნებული ჯგუფის პროგნოზით, 2050 წლისათვის გაორმაგდება, ამასთან ენერგიის დაახლოებით 85% განახლებადი ენერგიის წყაროებით იქნება წარმოებული.
ორშაბათს გამართულ მწარმოებელთა და გამყიდველთა ინდუსტრიულ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა პანდემიამდე არსებულ დონეს სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გაუტოლდება.