ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა 68% შეადგინა

2016 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 280 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 43 მლნ დოლარით შემცირდა. 2015 წლის ივნისთან შედარებით, 2016 წლის ივნისში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 224 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 575 მლნ დოლარით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.6% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 10.6 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ია, ერთი წლის წინ 4.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.2%-ია, ერთი წლის წინ 7.3% იყო.

წინა სტატია

ივნისში ლარი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც გაუფასურდა
25 July, 2016

შემდეგი სტატია

ივნისში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები 70 მილიონით გაიზარდა
26 July, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker