Nissan-ს შემოსავლები ვარდნას განაგრძობს. იაპონური ავტოკონცერნი აცხადებს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგება გასული წლის ბოლო სამ თვეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-თ შემცირდა და 495 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 1.5%-ით შემცირებულია კომპანიის აქციების ღირებულება ტოკიოს საფონდო ბირჟაზე.
ავტომწარმოებელს ყოფილ ხელმძღვანელ კარლოს გონთან დაკავშირებული სკანდალის გამო ისედაც შემცირებული ჰქონდა შემოსავლები, ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მათ ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩინეთიდან ავტონაწილების მიწოდების შეფერხება, ნეგატიურად აისახება იაპონიის საწარმოზე. Nissan-ი იმედოვნებს, რომ ჩინეთში ორი საწარმოს მუშაობას 17 თებერვლიდან განაახლებს, ხოლო დანარჩენების 20 თებერვლიდან.
შეგახსენებთ, Nissan-თან ერთად ჩინეთში წარმოება იანვრიდან შეჩერებული აქვთ ისეთი ცნობილ ავტომწარმოებლებს, როგორიც არის General Motors (GM), Renault (RNLSY), Honda(HMC) და Peugeot-ს მფლობელ კომპანია PSA Group-ს. როგორც ჩინეთის ავტოინდუსტრიის ასოციაციამ განაცხადა, კორონავირუსის გავლენა ჩინეთში ავტოწარმოებასა და გაყიდვებზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის დროს იყო.
წყარო: CNN