ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 21 პროცენტს მიაღწია

ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 21 პროცენტს მიაღწია

მიმდინარე წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.2% პუნქტით გაიზარდა და 21.1% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით გაიზარდა და 10.4%-ს გაუტოლდა.

გასულ თვეში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 7 მლნ ლარით გაიზარდა. ლარში გაცემული სესხები 76 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 83 მლნ ლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 64.8%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 476 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 2 343 მლნ ლარით გაიზარდა. თუმცა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული, თუ დოლარში დავიანგარიშებთ, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები მხოლოდ 55 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 37.3 მლნ ლარით შემცირდა და 356 მლნ ლარს მიაღწია. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.2%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. გასულ წლებში აღნიშნული მაჩვენებელი ბევრჯერ ყოფილა 2.2%-ზე მეტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.