საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში 2018 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25%-ით (70 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 4.2%-ით (32 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 346 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 783 მლნ დოლარი შეადგინა.
ნოემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -437 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 38 მლნ დოლარით ნაკლებია.
11 თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 1.4%-ითაა გაზრდილი. 11 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -4 718 მლნ დოლარია. 2018 წლის ამავე პერიოდში უარყოფითი ბალანსი 540 მლნ დოლარით მეტი იყო.
ნოემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.