ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 17.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 17.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 40 მლნ ლარით გაიზარდა.

დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 6 მლნ-ით გაიზარდა, მაგრამ ნოემბერში ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 50 მლნ ლარით შემცირდა. ნოემბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 90 მლნ ლარით გაიზარდა.

2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ვალი 17.3 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით კი 400 მლნ ლარით მეტი, 17.6 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.9 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 739 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 561 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 44.6%-ია. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.