ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა 2019 წელს $180 მლრდ გამოიმუშავა

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა 2019 წელს $180 მლრდ გამოიმუშავა

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის მიერ 2019 წელს გამომუშავებულმა თანხამ $180 მლრდ-ს მიაღწია. გასულ წელს ფონდმა ინვესტიციებით 19,9%-ის ოდენობის შემოსავალი მიიღო და რეკორდული რაოდენობის თანხა გამოიმუშავა.

“2019 წელი ძალიან კარგი წელი იყო ფონდისთვის. ეს არის ღირებულების უდიდესი ზრდა მხოლოდ ერთ წელში, რაც კი ფონდის ისტორიაში მომხდარა”, – განაცხადა ცენტრალური ბანკის მმართველმა, რომელიც ასევე ფონდის საბჭოს ხელმძღვანელობს.

ნორვეგიის სუვერენული ფონდი 9,000-ზე მეტ კომპანიაში ფლობს აქციებს. ის ინვესტიიებს ახორციელებს, როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ობლიგაციებში.

Apple-მა და Microsoft-მა უდიდესი წვლილი შეიტანეს ფონდის შემოსავლებში, მას მოჰყვება Nestle. ხოლო ყველაზე დაბალი წვლილი მიუძღვით Nokia Oyj-ს, Pfizer Inc-ს და Swedbank AB-ს.

ფონდი ახლა ნორვეგიის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას სამჯერ აღემატება და მისი შემოსავლები მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყნის კეთილდღეობის დაფინანსების კუთხით.