NYU-ში მარტინ სკორსეზეს სახელობის კინემატოგრაფიული სკოლა გაიხსნება

NYU-ში მარტინ სკორსეზეს სახელობის კინემატოგრაფიული სკოლა გაიხსნება

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს სახელობის გლობალური კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლა გაიხსნება, რომელშიც ვირტუალური წარმოების ცენტრი და კინემატოგრაფიის დეპარტამენტი მოეწყობა, ხოლო გრანტის ნაწილით ნიჭიერი სტუდენტები დაფინანსდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი მელოდი ჰობსონისა და ჯორჯ ლუკასის ოჯახური ფონდის დონაციის წყალობით არის შესაძლებელი, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიაში – უმსხვილესი დონაციაა.

მარტინ სკორსეზეს სახელობის ვირტუალური წარმოების ცენტრი ერთ-ერთი პირველი ასეთი დაწესებულება იქნება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს NYU-ის, , როგორც კინემატოგრაფიული ხელოვნების განათლების მსოფლიო ლიდერის როლს.

„მოხარულნი ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს ძვირფას მეგობარს, მარტინ სკორსეზეს ამგვარი პატივი მივაგოთ. მისი სახელით შესრულებული ამ დონაციით, სკორსეზეს სახელობის გლობალური კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლა ხაზს გაუსვამს მის მემკვიდრეობას და შთააგონებს არაერთი თაობის ნიჭიერ და მრავალფეროვან სტუდენტებს“, – ვკითხულობთ მელოდი ჰობსონისა და ჯორჯ ლუკასის ერთობლივ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *