ოლიმპიური თამაშებისთვის SES-ის თანამგზავრების სიმძლავრეზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა

ოლიმპიური თამაშებისთვის SES-ის თანამგზავრების სიმძლავრეზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა

წამყვანი გლობალური სატელიტური ოპერატორის ინფორმაციით, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების დროს თანამგზავრულ გამტარუნარიანობაზე მოთხოვნა წინა თამაშების მოთხოვნას ბევრად აღემატება.

სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მ („Euronext Paris“ და „Luxembourg Stock Exchange“: SESG) განაცხადა, რომ ამა წლის რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის თანამგზავრულ გამტარუნარიანობაზე რეკორდული მოთხოვნა ფიქსირდება წინა წლების თამაშებთან შედარებით.

SES-ის ოთხ თანამგზავრზე – NSS-806, SES-4, NSS-7 და SES-3 ჯამში 23,000 საათის ტრანსლაციისთვის საჭირო სიმძლავრე დაიჯავშნა ოლიმპიური თამაშების ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტზე მდებარე მაუწყებლებისთვის სიგნალის მიწოდების მიზნით. SES ემსახურება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ბრაზილიასა და იაპონიაში რეგისტრირებულ 10 წამყვან მაუწყებელს, მათ შორის ევროვიზიას, CNN-ს და „Turner and Nippon Television Network“-ს.

“SES-ი 2000 წლიდან უზრუნველყოფს ოლიმპიური თამაშებისთვის გამტარუნარიანობის მიწოდებას და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გამტარუნარიანობაზე მოთხოვნა რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ბევრად აღემატება წინა თამაშების დროს არსებულ მოთხოვნას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგილი აქვს უფრო მეტი თანამგზავრით და მეტი სიმძლავრით სარგებლობას მსოფლიო აუდიტორიისთვის სპორტული ღონისძიებებისა და ოლიმპიური თამაშების საინფორმაციო გაშუქების მეტი საათის მიწოდებისთვის“. განაცხადა SES-ის სერვისების განვითარების გენერალურმა მენეჯერმა – რიჩარდ ლამბმა. „ეს რეკორდული მოთხოვნა გვიჩვენებს, რომ მაუწყებლები თანამგზავრს კვლავაც განიხილავენ იდეალურ და ეკონომიურ გზად, მსოფლიოს მილიონობით მაყურებლისთვის სპორტული მოვლენების ამსახველი საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მისაწოდებლად.“