Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექგიგანტის, Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის შემოსავლებმა გასული წლის დეკემბერში $2 მილიარდს გადააჭარბა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის ფინანსებზე წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
OpenAI 2025 წლისთვის ზემოხსენებული შედეგის გაორმაგებას გეგმავს. ის საკუთარ მიზნებს იმ მზარდ ინტერესზე აფუძნებს, რომელიც კერძო კომპანიებისაგან მოდის. კომპანიებს OpenAI-ის ტექნოლოგიების გამოყენება და ადაპტირება საკუთარ სამუშაო გარემოში სულ უფრო აქტიურად სურთ.
OpenAI-ისა და Microsoft-ს FT-ის მიერ შემოსავლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებით. ChatGPT-ის შემქმნელის შემოსავლებზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ The Information-მაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ სტარტაპის წლიურმა შემოსავლებმა დეკემბრისთვის $1.6 მილიარდი შეადგინა.
ცნობისთვის, OpenAI-ის ღირებულებას ინვესტორები ამჟამად $80 მილიარდად აფასებენ.