სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 1.9%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 23.7%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 2.7%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 3.4%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 12%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 26%-ით გაიაფდა. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 9%-ით გაძვირდა. 4.6%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.