ორალ-ბიმ ახალი თაობის ყველაზე გონიერი ჯაგრისი წარადგინა

ორალ-ბიმ ახალი თაობის ყველაზე გონიერი ჯაგრისი წარადგინა

თბილისის ციფრულ მუზეუმში ინოვაციის დღე გაიმართა, სადაც „პროქტერ ენდ გემბლმა“ ორალ-ბიმ iO-სერიის ახალი თაობის პრემიუმ კბილის ჯაგრისების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ცნობილ სახეებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთაც ბრენდის კბილის ახალი ელექტროჯაგრისის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწიეს.

iO-ს პროდუქციის ასორტიმენტი მომხმარებელთათვის მათზე მორგებულ და მომხიბლავ გამოცდილებას ქმნის. დახვეწილი დიზაინისა და ინტელექტუალური მახასიათებლების მქონე კბილის ჯაგრისი აყალიბებს ახალ სტანდარტებს პირის ღრუს მოვლის მიმართულებით. iO 9-ის რევოლუციური ტექნოლოგია აერთიანებს წნევის გონიერ სენსორს, ჯაგრისის მრგვალ თავს, ინტერაქციულ OLED-დისპლეის, მაგნიტურ გადამცემსა და მაგნიტურ დამტენს – დატენის მხოლოდ 3-საათიანი რეჟიმით.

ორალ-ბი iO სერიის პრეზენტაცია. თბილისის ციფრული მუზეუმი

გონიერი სენსორი – წითელი და მწვანე ნათებით – მომხმარებელს კბილების გახეხვის პროცესში ოპტიმალური წნევის გამოყენებაში ეხმარება, ხოლო ახალი მაგნიტური გადამცემით ენერგია პირდაპირ ჯაგრისის წვერს გადაეცემა, რაც უზრუნველყოფს გლუვ და სრულყოფილ წმენდას. სრულად ახალი, ინტერაქციული OLED-დისპლეის საშუალებით კი ხდება შიდა პარამეტრების მარტივი მართვა, მონაცემთა აღრიცხვა და ვიზუალური ხელმძღვანელობა.

ორალ-ბის ახალი თაობის პრემიუმ სერიის კბილის ჯაგრისს ხეხვის შვიდი გონიერი რეჟიმი აქვს და მოიცავს კბილების 3D კონტროლს, უფრო ზუსტი და ინდივიდუალური წმენდისთვის. iO 9 ხელმისაწვდომია სამ ფერში: თეთრი, შავი და ვარდისფერი კვარცის ქრომირებული ზედაპირით.

ორალ-ბი iO სერიის პრეზენტაცია. თბილისის ციფრული მუზეუმი

ორალ-ბი მომხმარებელს სთავაზობს ახალ ერას კბილების ხეხვის ტექნოლოგიაში, დიზაინსა და გამოცდილებაში. დაარსების დღიდან – 1950 წელი – პროფესიონალთა მიერ დაკომპლექტებული გუნდი ორიენტირებულია გამორჩეულ ხარისხსა და სიახლეებზე, პირის ღრუს პერსონალური მოვლის მიმართულებით ინოვაციური მიდგომის შესაქმნელად.

ორალ-ბის ყველაზე გონიერი კბილის ჯაგრისების iO-სერია ხელმისაწვდომია „ალტა-ოქეის“, „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებსა და „ველი სთორის“ ონლაინპლატფორმაზე.

S

ორალ-ბი iO სერიის პრეზენტაცია. თბილისის ციფრული მუზეუმი