საფრანგეთის საჯარო მომსახურების სამინისტრომ პარიზის მერია დააჯარიმა იმის გამო, რომ 2018 წელს უწყებაში წამყვან პოზიციებზე ბევრი ქალი დაასაქმეს. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
სამინისტროს მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად გენდერული ბალანსის შესრულების კანონი დაირღვა, ვინაიდან წამყვან პოზიციებზე დასაქმებული იყო 11 ქალი და ხუთი მამაკაცი. შედეგად პარიზის მერია 90 000 ევროთი დააჯარიმეს.
“ეს ჯარიმა არის აბსურდი, უსამართლობა, უპასუხისმგებლბა და თან საშიში“, – განაცხადა პარიზის მერმა ანე იდალგომ.
მისივე თქმით, პირიქით საჭიროა ქალების დაწინაურება და წახალისება.
ცნობისთვის, ამჟამად პარიზის მერიაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული საჯარო მოხელეების 47% არის ქალი, დანარჩენი მამაკაცი.