საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მორიგ არჩევნებზე საქართველოს რიგით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს აირჩევენ. ამ არჩევნებისთვის 27 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, ხოლო მათგან 20 პარტიას ჰქონდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ოფიციალურად საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შემოსავლები.
ამ პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები ჯამში 20.2 მლნ ლარი იყო, რომლის 57.4% შემოწირულებებია. მიღებული სახსრების 37% კი საბიუჯეტო დაფინანსებაა, რომელსაც მოქალაქეთა ცხრა პოლიტიკური გაერთიანება იღებს. დანარჩენი 5.6% პარტიების მიერ მიღებული არაფულადი და ფულადი სხვა სახის შემოსავლებია.
ყველაზე მეტი შემოსავლის მიმღები მმართველი პარტია – „ქართული ოცნებაა“. საანგარიშო პერიოდში მმართველმა პარტიამ 12 მლნ ლარი მიიღო, რაც პარტიების მიერ მიღებული რესურსების 59.3%-ია. „ქართული ოცნების“ შემოსავლებიდან 7.9 მლნ ლარი შემოწირულებებია, რაც ყველა პარტიის შემოწირულებების 68.3%-ია. ამ პერიოდში პარტიის მიერ ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური რესურსების მოცულობა 3.4 მლნ ლარია.
პრეზიდენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 2024 წლის 27 აგვისტოს. ამ დროიდან ოფიციალურად საარჩევნო პერიოდია. შესაბამისად, პარტიების დაფინანსება წარმოდგენილა 2024 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.
პარტიების დაფინანსება