2023 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. „ფორბსის“ 30-წლამდელები (Forbes 30 Under 30) ვუერთდებით საქართველოს მოქალაქეების პროტესტს და ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კანონმდებლობის მიღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს.
ხშირად გვესმის, რომ საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნით. ჩვენმა უმრავლესობამ წარმატებას ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში სწორედ საქართველოს გულითადი მეგობრების დაფინანსებით მიღებული განათლების წყალობით მიაღწია. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დაფინანსებით მოგვეცა შესაძლებლობა, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიგვეღო. დაუშვებლად მივიჩნევთ, ჩვენს მომავალ თაობას არ ჰქონდეს წვდომა სხვა მსგავს სიკეთეებზე, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის მომავალს და განვითარებას ხმარდება.
ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას, ყველამ ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, ვეწინააღმდეგებით აღნიშნული კანონის მიღებას და მოვუწოდებთ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტს, დაიცვას ჩვენი კონსტიტუციით გამყარებული მომავალი, უზრუნველყოს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის სასწრაფო წესით მეორე მოსმენაზე გატანა და პლენარულ სესიაზე მისი ჩაგდება. ამასთან, უზრუნველყონ ალტერნატიული ვერსიის (ვერსიების) სრულად გაწვევა, ყველა ინიციატორის მიერ აღნიშნულზე ხელმოწერის გზით.
Forbes საქართველოს 30-წლამდელები
ხელმომწერები:
- ელენე ფანჩულიძე
- სანდრო კანდელაკი
- ელენე კოხრეიძე
- თორნიკე ჩხაიძე
- ნინო ნანიტაშვილი
- ანანო ასპანიძე
- ანა ჩხაიძე
- დეა გოგიშვილი
- გიორგი გვაზავა
- ვალერი ქუფარაშვილი
- სალი ჯანაშვილი
- გიორგი კინწურაშვილი
- ტანიტა გონგაძე
- დავით ფაღავა
- ქეთი თოიძე
- დავით ხასია
- ნინა კინწურაშვილი
- დათო კვიციანი
- ირაკლი ჭოლოკავა
- ქრისტინე ლორთქიფანიძე
- გვანცა სალუქვაძე
- ქეთი ვაჩიბერიძე
- ნუცა აბაზაძე
- სალომე ზურაბიშვილი
- დიმიტრი გოდერძიშვილი
- ლუკა ჩხეტიანი
- სალომე კუპრაშვილი
- მარი-ლუიზა კონჯარია
- ნიკა ხატიაშვილი
- რუსა ჯანაშია
- ლელა სარიშვილი
- ხვიჩა ფარსადანაშვილი
- ილია კევლიშვილი
- გვანცა ჯიშკარიანი
- ლადო ლომიტაშვილი
- ნუკა შევარდნაძე
- მარეხი გვარამაძე
- სანდრო მუსერიძე
- შოთა ჩინჩალაძე
- ანა გოგოლაშვილი
- ანანია გაჩეჩილაძე
- მარი აბულაძე
- მარიშა გოგოალური
- ვატო ველიაშვილი
- ანანო ბაკურაძე
- თემურ ჩიჩუა
- მანო ქავთარაძე
- გიორგი ურუშაძე
- ზუკა ბერძენიშვილი
- ნატა კიზივაძე
- მარიამ კაჭარავა
- ბესო კაჭარავა
- მუსია ქებურია
- ბექა გვიშიანი
- მაგდა ელისაშვილი
- ლიზი რამიშვილი
- მირიან კვალიაშვილი
- თამარ ჭაბუკიანი
- ვანო ჩალაძე
- ნიკა ხაბურზანია
- გიორგი მონავარდისაშვილი
- ლევან ასათიანი
- ირაკლი დანელია
- ესმა გუმბერიძე
- რატი გველესიანი
- ანა ჩუბინიძე
- ლევან სონღულაშვილი
- ლელა ოქრომელიძე
- მარიამ კუპატაძე
- მეგი ქავთარაძე
- ნათია სვანიძე
- შოთა ცისკარიშვილი
- ნინი კვირიკაშვილი
- სალომე დუმბაძე
- გიორგი ჩემინავა
სია ახლდება.