მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონება ოთხშაბათს 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა და $144.7 მილიარდი შეადგინა. მიზეზი ამერიკის ბირჟებზე ფასების ვარდნა გახდა. Amazon-ის აქციების ფასი ერთ დღეში 6%-ზე მეტად დაეცა და $1,7555.25 შეადგინა. ოქტომბრის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 13%-თაა შემცირებული. ბეზოსის ქონების 16% კი სწორედ Amazon-ზე მოდის.
შემცირდა ტექნოლოგიური სფეროს სხვა წარმომადგენლების ქონებაც. კერძოდ, Forbes ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების TOP-ოცეულში შემავალი კიდევ 6 მილიარდერის ქონება ჯამში $11.9 მილიარდით შემცირდა.
$4.3 მილიარდი დაკარგეს Google თანადამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა. $2.4 მილიარდი იზარალა მარკ ცუკერბერგმა.
ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების ქონების შემცირება NASDAQ ინდექსის ვარდნას უკავშირდება, რომელიც ოთხშაბათს 4%-ით დაეცა, ოქტომბრის დასაწყისიდან კი 7.7%-ით.
მიუხედავად დანაკარგისა, ბეზოსი კვლავ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. მას ერთი პოზიციით ჩამორჩება ბილ გეითსი, რომლის ქონებაც გუშინ $1.8 მილიარდით შემცირდა.