თბილისი სტარტაპ ბიურო და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi – ის შეხვედრას თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში, 2020 წლის 31 ივლისს, 20:00 საათზე.
ProductTank ყოველთვიური შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ.
ProductTank Tbilisi -ის ოფლაინ შეხვედრის მომხსენებლები არიან:
- მარიამ კოპაძე, Silknet – სილქნეტი-ის კომერციული დირექტორის მოადგილე,
ისაუბრებს ახალ პროდუქტებსა და Silknet-ის სხვა სიახლეებზე. - თეა ტურაშვილი, Silknet – სილქნეტი-ის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი, მოგვიყვება მათი ახალი ციფრული პროდუქტის – ინტერნეტ მშობლის შესახებ, რომელიც იცავს ბავშვებს ინტერნეტ საფრთხეებისგან.
- გიორგი ჩუგოშვილი, Phubber App-ის თანადამფუძნებელი, სასაუბრო თემა – “დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი”
- ლადი გაბუნია, Echolize-ის თანადამფუძნებელი, ოპერაციული ხელმძღვანელი და პროდუქტის მენეჯერი, ისაუბრებს ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმაზე Echolize და Product Market Fit-ის შესახებ.
პროგრამა:
19:00 – იოგის სესია ARYA YOGA-სგან
20:00 – ნეთვორქინგი
20:30 – ProductTank მოხსენებები
21:30 – ავთერფართი, მუსიკა 303 hz
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, თუმცა უსაფრთოხების რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ასი დამსწრეს მასპინძლობაა შესაძლებელი, გთხოვთ თქვენი დასწრება დაადასტუროთ (RSVP/Attending):
https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/272225423/
ProductTank Tbilisi – ის პარტნიორები არიან Silknet – სილქნეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy, მუსიკის სკოლა 303 Hz და ARYA YOGA.