რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა გადახდების კომპანია American Express Co-ს რუსული ბიზნესის „თავისუფლად ლიკვიდირების“ უფლება მისცა. რუსეთის პრეზიდენტმა დეკრეტს ხელი უკვე მოაწერა.
როდის და რა სახით მოხდება American Express-ის რუსული ბიზნესის ლიკვიდაცია, ინფორმაცია დოკუმენტში გაწერილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ რუსეთში საკუთარი ოპერაციები 2022 წლის მარტში შეაჩერა, რის შემდეგაც რუსეთში კომპანიის მომავალი ბუნდოვანი იყო. ამავე პერიოდში რუსეთში ბიზნესსაქმიანობა არაერთმა დასავლურმა კომპანიამ შეწყვიტა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა იმ ბიზნესების შესახებაც, რომელთა რუსული აქტივებიც მართვაში ადგილობრივ კომპანიებს, ფონდებსა და სააგენტოებს გადაეცა.