პუტინმა საგაზაფხულო ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

პუტინმა საგაზაფხულო ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგაზაფხულო ჯარში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამხედრო სამსახურში ამჟამად რუსეთის 150 ათასამდე მოქალაქეა გამოძახებული.

რუსეთში ყველა მამაკაცს, რომელიც 18 წელს ასაკის ზემოთაა, მოეთხოვება ერთწლიანი სამხედრო სამსახურის გავლა ან ეკვივალენტური მომზადება უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში. ივლისში, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მაქსიმალური გაწვევის ასაკის ზრდას – 27-დან 30 წლამდე. განკარგულება ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახური სენსიტიური საკითხია რუსეთისთვის და ბევრი მოქალაქეც მისთვის თავის არიდებას ცდილობს. სამხედრო სამსახურში რუსეთი მოქალაქეებს წელიწადში ორჯერ იწვევს. კანონით, რუსეთის მთავრობას წვევამდელების ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საბრძოლველად განლაგება ეკრძალება. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი, მოტყუებით, უკრაინაში საბრძოლველად მაინც აღმოჩნდა.

გარდა ამისა, 2022 წელს, მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთმა სულ მცირე 300 ათასი მამაკაცი შეკრიბა, რომელთაც გავლილი ჰქონდათ  წინასამხედრო მომზადება და ისინი უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა.

საშემოდგომო კამპანიისთვის ბრძანებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი სექტემბერშიც მოაწერა. მაშინ სამხედრო სამსახურისთვის 130 ათასი ადამიანი გაიწვიეს, ხოლო გაზაფხულზე დამატებით 147 ათასი პირის გამოძახებაც დააანონსეს.