ყარაბაღში აზერბაიჯანმა საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფიზული-შუშას სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა ოფიციალურად უკვე გახსნა. პროექტი ხიდების და გვირბების, ასევე მაგისტრალისა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას მოიცავს.
ამასთან, პროექტის მიხედვით, აშენდება 2.8 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკი, როგორც თურქული მედია აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი გათავისუფლებული რეგიონების განვითარებისთვის. ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება წელს. სულ მცირე ასაფრენი ბილიკი მაინც აშენდება, ხოლო თავად აეროპორტის შენობა შესაძლოა წელს, ან მომავალ წელს დასრულდეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, აეროპორტის მთავარი მიზანი იქნება შუშის რეგიონში უცხოელი ვიზიტორების ჩაყვანა.
გარდა ამისა, ალიევმა აღნიშნა, რომ ქალაქ ქალბაჯარის ან ლაჩინშიც ააშენებენ კიდევ ერთ საერთაშორისო აეროპორტში და ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში.