საქართველოს სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია და ის წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. თუმცა განსხვავებული ვითარებაა კერძო სასწავლებლების შემთხვევაში. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში წლიური გადასახადი ზოგიერთ ფაკულტეტზე 10 000 ლარს სცდება. ასე მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტში გრენობლის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე წლიური გადასახადი 6600 ევროს შეადგენს. კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის წლიური გადასახადი 7 350 ლარია, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) კი 7500 ლარი. 7500 ლარია წლიური გადასახადი საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტში. თავისუფალ უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაციის მისანიჭებლად წლიური გადასახადი 3300 ევროს შეადგენს.
ბაკალავრიატის საფეხურზე კი ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები ბიზნესის ადმინისტრირების გარდა, სამედიცინო სპეციალობაში გვხვდება:
სასწავლო უნივერსიტეტი შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი” – ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა მედიცინა (ინგლისურენოვანი); – გადასახადი – 20 661 ლარი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -ელექტრონული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის კვალიფიკაცია – წლიური გადასახადი – 20 025 ლარი.
საქართველოს უნივერსიტეტი – მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა – წლიური გადასახადი 14 300 ლარი.
საქართველოს უნივერსიტეტი – სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა – წლიური გადასახადი 12 480 ლარი.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – ინჟინერიის ბაკალავრი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციაში – წლიური გადასახადი 9 950 ლარი.
სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი – დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა – წლიური გადასახადი 9 060 ლარი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება – ქართულ-ბრიტანულ-უნგრული ერთობლივი კვალიფიკაცია – წლიური გადასახადი 8600 ლარი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა – წლიური გადასახადი 8000 ლარი.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება – წლიური გადასახადი 7950 ლარი.
კავკასიის უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი – წლიური გადასახადი 7500 ლარი.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი – დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა – წლიური გადასახადი 7500 ლარი.