2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 3.2%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა (22.9%) სამთომომპოვებით სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მშენებლობა 17.2%-ით, ხოლო მესამეზე სასტუმროები და რესტორნები 8.9%-ით.
გამოშვება ყველაზე მეტად შემცირდა დამამუშავებელ მრეწველობაში – 5.2%-ით. 2.5%-ით შემცირდა ვაჭრობის დარგი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგია.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2015 წლის პირველ კვარტალში | ზრდის ტემპი |
სამთომომპოვებითი მრეწველობა | 22.9% |
მშენებლობა | 17.2% |
სასტუმროები და რესტორნები | 8.9% |
საფინანსო საქმიანბა | 8.9% |
ტრანსპორტი | 8.4% |
კავშირგაბმულობა | 5.4% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 5.2% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება | 4.5% |
განათლება | 4.3% |
სოფლის მეურნეობა | 3.9% |
სახელმწიფო მმართველობა | 2.5% |
ჯანმრთელობის დაცვა | 0.8% |
ვაჭრობა | -2.5% |
დამამუშავებელი რეწველობა | -5.2% |
მშპ | 3.2% |